ამ მოდულზე მე გავეცანი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის.თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში პრეზენტაცია და მასში შემავალი ყველა დოკუმენტი.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ვფიქრობ, ახლა უფრო სწორი მიმართულება მაქვს იმისა, თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტი სწავლების ახალი მიდგომებითა და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან დღეს ავტვირთეთ პრეზენტაციები ბლოგზე, გავეცანით ბუკლეტების შექმნის ფორმებს და ასევე გავაკეთეთ სხვათა რეფლექსიებზე კომენტარები.
Comments
Post a Comment